logo
ENG


სამადაშვილი ორბანის ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ ოცნებას ერთადერთი ლიდერი ჰყავს EU-ში
  • 626ნახვები

ორბანი არის სწორედ ერთადერთი ლიდერი დღეს ევროკავშირში, რომელიც დრო და დრო ცდილობს, დაბლოკოს უკრაინისთვის დახმარება, ასევე, ცდილობს, დაბლოკოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და ძალიან ნიშანდობლივია, რომ რუსული ოცნების ხელისუფლებას დღეს ერთადერთი მეგობარი ჰყავს ევროკავშირში. 

[...] ჩემი მეგობრის მეგობარი არის ჩემი მეგობარი, ორბანი არის რუსული რეჟიმის მეგობარი და შესაბამისად, არის რუსების მოკავშირე. 

ასე ეხმაურება სალომე სამადაშვილი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა