logo
ENG


ოხანაშვილი: ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა, ამის არდადგენა შეკითხვას გააჩენს
  • 436ნახვები

ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა რა თქმა უნდა, სამართლებრივად შეკითხვას გააჩენს, არამხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ნებისმიერი იურისტის მხრიდან, რომ ამდენად ხელის გულზე იყო კონსტიტუციის დარღვევა და რამ განაპირობა ეს. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს გააჩენს. მე არ შევაფასებ წინასწარ, მე არ გავაკეთებ შეფასებას სასამართლოსთან და მოსამართლესთან დაკავშირებით. მათ უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. თუკი ისინი საქართველოს კონსტიტუციით იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა