logo
ENG


ხაბეიშვილი საკონსტიტუციოზე: ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს, ესაა სტატუსის საბოტაჟი
  • 475ნახვები

ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი, მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ - რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, აკეთებს ყველაფერ ნეგატიურს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე წაგვართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის - კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა, პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ.

წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი. დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.



ასევე ნახეთ
close დახურვა