logo
ENG


ზარქუა პრეზიდენტზე: უნდოდა დიპლომატები, მეზობლები, მეგობრები მოეწვია - ეს მისი სასახლე არაა
  • 515ნახვები

ქალბატონმა პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, ორი დღეა გვევაჭრება, ჯერ 21-კაციანი სია გადმოაგზავნა სტაფის, შემდეგ დიპლომატებიც უნდოდა მოეწვია, მეზობლები, მეგობრები...

კაცო, ვერ გაიაზრა, რომ ეს არის პარლამენტი. ეს არ არის პრეზიდენტის სასახლე.იქ შეუძლია, ვინც უნდა. ის მოიწვიოს. [...]

ორი დღეა გვევაჭრება, უნდა შოუ დადგას, ოპოზიციას მიმართა, გარეთ დამელოდეთო, სასწაულია საგიჟეთში ვცხოვრობთ...

პარლამენტში უნდა, ადვოკატებით მოვიდეს, კაცო? ამ შოუში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ.

ამბობს ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა, იმპიჩმენტის განხილვაზე დიპლომატიური კორპუსი და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები მიეწვია.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა