თქვენ პატარა კაცები უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ, რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ, არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ.
ხალხმა თქვენ სხვათა შორის აგირჩიათ სხვადასხვა მიზეზის გამო, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება, არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის... არ უნდოდათ ნაციონალი პრეზიდენტი, დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში.
მიმართა პარლამენტში ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობს.