logo
ENG


კობახიძე ზურაბიშვილზე: ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს
  • 602ნახვები

მე მცირე გადახვევის სახით ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა, ეს იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალბათ, 27-28 თებერვალი იქნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომი იყო რამდენიმე დღის დაწყებული და ეს შეხვედრა ასე დაიწყო - რა გინდათო?, ეგ ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს და ნუ, ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდათ თქო, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრა თქო და შემდეგი წინადადება იყო მისი გამაოგნებელი - აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო?, აი რა იყო ქალბატონი ზურაბიშვილის დამოკიდებულება და როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის, იქიდან მოყოლებული, სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ნუ, მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ კიდევ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართვას სალომე ზურაბიშვილი.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვის მიმდინარეობისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა