logo
ENG


ლილუაშვილი ფარცხალაძეზე: მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს
  • 655ნახვები

მტკიცებულებები ვერ მივიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი დახმარების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურის მეშვეობით გაიგზავნა მოთხოვნა, უკვე კარგა ხანია გასული. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, ჩვენი ინიციატივით და თხოვნით, გაიგზავნა მოთხოვნა სახელმწიფო დეპარტამენტის მისამართით, თუმცა ამჟამად არანაირი დეტალები არ მიგვიღია, პირიქით, ყველა ჩვენგან ითხოვს დეტალებს და ეს ძალიან დამაფიქრებელია, ვინაიდან, ახლა გავრცელდა მასმედიაში ინფორმაცია, თუკი ეს ინფორმაცია ჰქონდათ ამერიკულ სპეც.სამსახურებს და პარტნიორებსო, ეტყობა, არ ენდობიან ჩვენს სამსახურებს და არ მიაწოდესო.

მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს სამსახურებს შორის არსებული ძალიან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ფარგლებში, გაცილებით უფრო სენსიტიური და უფრო დიდ ეფექტზე გათვლილი საიდუმლო ინფორმაციები იცვლება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი თანამშრომლობა არის სამაგალითო. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებს რომ წინასწრებად ჰქონოდათ ფარცხალაძის შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით მოგვაწვდიდნენ.

 

 

თქვა სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ყოფილ გენერალურ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა