მართებული და მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ახლა ღაზის მოსახლეობას მიეწოდება. მათ წყალი, საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ - ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. გერმანიის ფედერალური მთავრობა ამ კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად ყველაფერს აკეთებს.
წერს Twitter-ზე გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი.
დღეს რაფაჰის გამშვები პუნქტი გაიხსნა - ღაზაში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა.