logo
ENG


დანიგანი: თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას მეტად გავაღრმავებთ
  • 352ნახვები

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ. განვიხილეთ გზები, თუ როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით. მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვაქვს ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გავაგრძელებთ აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

განაცხადა აშშ-ის ახალმა ელჩმა რობინ დანიგანმა თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა