შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები არალეგალურ შემოსავლებს მშობლების დახმარებით ამართლებენ - ერთ ერთი მაგალითი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა. ბურჭულაძის ცოლს დედამთილმა 30 000 დოლარი აჩუქა, თუმცა საიდან აქვს მინისტრის დედას აღნიშნული თანხა უცნობია. საჩუქრები ოჯახის წევრებისგან დღევანდელ მთავრობაში არაა განსაკუთრებული მოვლენა. განსაკუთრებულია როგორ ზრუნავენ მშობლები დღევანდელი ჩინოსნებზე. ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მოქმედი პრემიერი ამ გადასახედიდანაც ლიდერია. პენსიონერი მშობლები ყურადღებას არ აკლებენ და წლიდან წლამდე 150 ათას ლარს უჯიბავენ. თუმცა, დავუბრუნდეთ თავდაცვის მოქმედ მინისტრს. დედა, რომელიც ოჯახის ბურჯია ორ კომპანიაში ფიქსირდება. მათ შორის ერთ-ერთი არის კიკეთი დეველოპმენტი, სადაც 300 ათას ლარზე მეტი დააბანდა მეწილე რომ გამხდარიყო. ამ კომპანიამ კიკეთში მიწა იმაზე იაფად შეიძინა, ვიდრე ეს აუდიტის სამსახურის მიერ იყო დადგენილი.