logo
ENG

07 თებერვალი, 2025 | 21:19
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაფიცვის ზღვარზე. მოთხოვნა დაპირების შესრულება და ხელფასის მატებაა. ამასთან, დასაქმებულები უკვე გათავისუფლებულტა ინტერესებსაც იცავენ და მათი დაბრუნებისთვის იბრძვიან. თუ პრობლემა არ გადაიჭრება, კომპანია 400-მდე გაფიცულ ადამიანს მიიღებს. მეტალურგიულ ქარხანას მართავს რუსეთიდან ჩამოსული მენეჯმენტი, კომპანიის მფლობელი კი ირაკლი რუხაძეა, პროპაგანდისტული ტელეარხის იმედის მმართველი და ოლიგარქ ივანიშვილის მოკავშირე.  

400-მდე თანამშრომლემა დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დატოვა და პროტესტის გამოსახატავად შენობის გარეთ დადგა. ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა. პროტესტს გამოხატავენ თანამშრომლები შპს "რუსთავის ფოლადის" წამყვან საამქროში, რომელიც ასხამს ლითონს სხვადასხვა პროდუქციის დასამზადებლად. ისინი პირობების შესრულებას ითხოვენ, რომლებიც 8 თვის წინ მიიღეს. ეს ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა