logo
ENG

11 სექტემბერი, 2022 | 20:17
Путин капут? - დროება

მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი როგორიც 24 თებერვლამდე იყო. ახლა ცხადზე ცხადია რომ ვეღარც პუტინის რუსეთი იარსებებს იმ ფორმით, როგორც ომამდე და მითუმეტეს უკრაინელების კონტრშეტევის შემდეგ. უკრაინის საბოლოო გამარჯვება პუტინის ერთპიროვნული მმართველობის დასასრულს სულ უფრო და უფრო აახლოებს. 8 სექტემბერს მოსკოვის ლომონოსოვის მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა პუტინს მისი გადადგომის მოთხოვნით მიმართეს. დეპუტატებს მიაჩნიათ რომ ჯერ კიდევ პუტინის მეორედ არჩევის შემდეგ "ყველაფერი უკუღმა წავიდა". ლომონოსოვის ოლქის საკრებულოს არსებობის შესახებ ალბათ მოსკოვშიც ბევრმა არაფერი იცის და ვერც 7 თუ რვა მუნიციპალური დეპუტატის განცხადება და მიმართვა მოახდენს კარდინალურ ცვლილებებს რუსეთში, თუმცა მაინც უნდა ვთქვათ რომ რაღაც მოხდება. ორი რუსეთის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს, მაგრამ კრემლის კარზე ცვლილებები რომ ახლოვდება ეს უდავოა.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა