მოკლეტექსტური სარეკლამო შეტყობინებები იზღუდება. კანონის მიხედვით, თუ თავად მოქალაქე არ მისცემს ნებართვას, მესიჯები აღარ მიუვა. ამისთვის საკუთარი ტელეფონით მარტივი პროცედურის გავლა მოუწევს, მაგრამ გადაწყვეტილებას ხარვეზები აქვს. კანონის გვერდის ავლა შესაძლებელია.