ჭაბურღილი მოაწყვეს, თანხა დაიხარჯა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საზეიმოდ გახსნა, მაგრამ წყალი მოსახლეობამდე მაინც არ მიდის. ეს ხარაგაულში ხდება. ოპოზიციის მტკიცებით, უწყლო ჭები მუნიციპალიტეტებში გადაუჭრელი პრობლემაა. მოსახლეობას წვიმის წყლის შეგროვებაც კი უწევს.