თბილისობის შემდეგ ზუგდიდობა, ტრადიციული დღესასწაულისთვის ღონისძიებები კონკურსისა და ტენდერის გარეშე ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მოსამზადებლად ერთი წელი აქვს, საქმე მაინც პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებამდე მიდის, რაც ოპოზიციის თქმით, კორუფციისა და ნეპოტიზმის წყაროა.