საერთაშორისო აღიარების გარეშე ჩატარებულ არჩევნებზე მსჯელობენ ქვეყნის მასშტაბით. საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, პროცესმა ზოგან დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. მაგალითად ისანში, სადაც ოპოზიციისა თუ დამკვირვებლების არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე უარი უთხრეს ყველა საჩივარზე ლაგოდეხშიც.