ესპანეთში წყალდიდებობის შედეგად დაღუპულტა რაოდენობა იზრდება. ბოლო ცნობებით, მსხვერპლი 140-ს აღწევს. დაკარგულად მიიჩნევა ათეულობით მოქალაქე. სტიქია ვალენსიის რეგიონში განვითარდა.
სტიქიისგან დაზარალებულ ვალენსიის რეგიონში მოსახლეობამ ევაკუაციისთვის გაფრთხილების განმეორებითი ზარი ბოლოს სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. რეგიონში მცხოვრებ 300-მდე ქართველის სიცოცხლეს ამ ეტაპისთვის საფრთხე არ ემუქრება -"ფორმულას" ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.