logo
ENG

31 ოქტომბერი, 2024 | 20:57
ზესტაფონის ფერო და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს - ასათობით ადამიანი უმუშევარი რჩება

3500 ადამიანი ოთხი თვით უმუშევარი რჩება ჭიათურაში. არჩევნებიდან ხუთ დღეში ჭიათურ-მანგანეზმა მუშაობა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო შეაჩერა. თანამშრომლებს დაჰპირდნენ ხელფასის 60ი პროცენტის გადახდას, მაგრამ პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, ეს თანხა არ არის საკმარისი მაღაროელებისათვის, რომლებსაც ბანკებში აღებული ვალდებულებები აქვთ.

მუშაობა შეაჩერა ასევე ზესტაფონის ფერომაც, პირველი ნოემბრიდან სრულად ჩერდება ზესტაფონის ფერო-შენადნობი ქარხნის ყველა ღუმელი, ამასთან დაკავშირებით კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ჭიათურაში საწარმოო პროცესის სრული გაჩერება მანგანეზმა სოფელ შუქრუთის მოსახლეობის - ციტატა - "რადიკალურ პროტესტს დაუკავშირა". გაგახსენებთ, რომ  შუქრუთელების მრავალდღიანი პროტესტი და შიმშილობა თბილისში უშედეგოდ დასრულდა, შუქრუთში დაბრუნებული მაღაროელები კი მედიაციას ელოდებოდნენ. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა