ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ ამ წუთებშიც აჭარის სანაპირო ზოლზე. ბათუმში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელია, რა აფეთქდა ზღვაში, რასაც ხმა და ტალღების გაძლიერება მოჰყვა. აფეთქების ხმა ქალაქის რამდენიმე უბანშიც გაიგონეს.