logo
ENG

26 მარტი, 2023 | 20:52
ახალი კანონი ჯარზე - დროება

საქართველოს პარლამენტში სამხედრო სავალდებულო გაწვევის შესახებ ახალ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი ვერ უყარეს, მიზეზი - კვორუმი არ შედგა. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს რამდენად სერიოზულად უდგება ქართული ოცნება თავდაცვის საკითხს და რამდენად ფარისევლურია მათი გულზე მჯიღის ცემა, როდესაც კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობენ. ცვლილებებს რაც შეეხება: გამკაცრდება გაწვევა, ყველა ვისაც გაიწვევენ იმსახურებს თავდაცვის ძალებში, გაივლის წვრთნას როგორსაც გადის კონტრაქტზე მყოფი პროფესიონალი ჯარისკაცი, გადავადება გაძვირდება 2000-დან 10 ათას ლარამდე და სასულიერო პირები დაექვემდებარებიან გაწვევას. ამას გარდა მეოცნებე ხელისუფლება სტუდენტების ჯარში წაყვანას აპირებდა, თუმცა 7-8 მარტის აქციებზე მათი ძალის დანახვამ უკან დაახევინა. ცვლილებების მთელი პაკეტი 2025 წლიდან ამოქმედდება - გარდა სასულიერო პირების ნაწილისა, ის დაუყოვნებლივ, კანონის მიღებისთანავე. რატომაა პრობლემური კანონპროექტი და როგორი უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის მოწყობა, იმ საფრთხეების გათვალისწინებით რის წინაშეც საქართველო დგას. ახალი კანონი ჯარზე დროების სიუჟეტი, რომელიც ყველა ოჯახს ეხება.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა