გასულ კვირას მოვლენების მთავარი ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლო იყო. საარჩევნო დავების განხილვის საგანგებო რეჟიმზე, კლანის მორჩილი სასამართლო მას შემდეგ გადავიდა, რაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ, ისტორიული გადაწყვეტილება გამოიტანა და ფარულობის დარღვევის გამო, 30 უბნის შედეგები გაუქმებულად გამოაცხადა. დღეს, ვლადიმერ ხუჭუას შაბათის ფორმულაში მოუსმენთ - როგორ გახდა ისტორიული გადაწყვეტილების ავტორი მოსამართლე, ხელისუფლების პროპაგანდის სამიზნე და როგორ დაირაზმა მორჩილი კლანი ერთადერთი თავისუფალი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. დასავლეთ საქართველოში, ხუჭუას გადაწყვეტილების გაუქმება, პოლიციის მაღალჩინოსნის, ვაჟა სირაძის მამას, შოთა სირაძეს ჩააბარეს, აღმოსავლეთში კი კლანის გამორჩეულად მორჩილ წევრს - დიმიტრი გვრიტიშვილს.