logo
ENG

09 დეკემბერი, 2023 | 18:43
გაყიდული მატჩი - შაბათის ფორმულა

ვიწყებთ ხმაურიანი ამბით - რომელმაც საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბევრი შეკითხვა გააჩინა. არარეალური შედეგით დასრულებული მატჩის პირველი ნახევარი და საფუძვლიანი ეჭვი, რომ თბილისი დინამოს და ბათუმის დინამოს თამაში გაყიდული იყო. მატჩი, რომლის ანგარიში 5-2 თბილისი დინამოს სასარგებლოდ დასრულდა, 28 ნოემბერს, ბათუმში აჭარა ბეთ არენაზე გაიმართა. მატჩის პირველივე ტაიმში - ჯამში 7 გოლი გავიდა, რაც შესაძლოა უცნაური სულაც არ ყოფილიყო, რომ არა ყაზახურ ტოტალიზატორებში - სწორედ ასეთ შედეგზე დადებული 60 000 დოლარი.

60 ათასი დოლარი - პირველ ტაიმში 6 და მეტი გოლის გატანაზე - ამ ფსონის ავტორებს მატჩის შედეგმა ჯამში 3 მილიონი დოლარი მოაგებინა. სკანდალური ამბავი პირველად ყაზახურ მედიაში გასკდა. როდესაც ჟურნალისტმა გაარკვია რომ ადგილობრივ ტოტალიზატორებში დინამო თბილისი-ბათუმის დინამოს თამაშზე ანომალიურად მაღალი ფსონი დაიდო. შაბათის ფორმულამ გაშიფრა თამაში, დაითვალა გატანილი გოლები და იპოვა საეჭვო დამთხვევები - მოედანზე თამაშის მანევრებსა და დადებული ფსონის შედეგებს შორის. რა მოხდა აჭარა ბეთ არენაზე?

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა