logo
ENG

12 ნოემბერი, 2024 | 20:20
დოპინგის სკანდალი - საერთაშორისო ორგანიზაცია მასალებს იკვლევს

ქართულ გამოძიებას და მართლმსაჯულებას, როგორც ჩანს, საერთაშორისო სადოპინგო ორგანიზაციაც არ ენდობა. "იტამ" მასალები გამოითხოვა და დამოუკიდებელი მოკვლევა დაიწყო იმ სკანდალურ საქმეზე, რომელიც დოპინგის გამო სპორტსმენების დისკვალიფიკაციას უკავშირდება.

მართალია, ქვეყნის შიგნით გამოძიებით დადასტურდა ვერსია დოპინგის განზრახ ჩაყრის შესახებ, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ პრობლემა უფრო მასშტაბურია, რაც ადგილობრივ გამოძიებას არ გამოუვლინა. აკრძალული პრეპარატის გამოყენება არ შეწყვეტილა, დისკვალიფიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე მოჭიდავემ და ძიუდოისტმა. ახლა დამოუკიდებელ გამოძიებაზეა დამოკიდებული, ხომ არ აღმოჩნდება საქართველოც რუსეთის მსგავსი სანქციების ქვეშ და აეკრძალება თუ არა საერთაშორისო დონეზე ასპარეზობა. 

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა