კლასიკური მუსიკის ექსპრესიული შესრულების დიდოსტატი არ წყვეტს კავშირს საქართველოსთან. რიხტერმა ელისო ვირსალაძეს - ყველაზე ძლიერი პიანისტი ქალი ქალებს შორის უწოდა. პიანისტი არავის არ ჰგავს რთულ და მარადიულ ნაწარმოებებს ბავშობიდან უკრავდა.
მთელი ცხოვრებაა სიყვარულითა და შთაგონებით უკრავს. მის შესრულებას თან სდევს პოეტური აღმაფრენა, რომანტიკული მღელვარება, სიღრმე, ლოგიკა, თავდაჭერილობა და რაც მთავარია გემოვნება. ამბობს, რომ ღელვა სულ თან სდევს და ერთიდაიმავე ნაწარმოების შესრულებისას, ყოველ ჯერზე, რაღაც ახალს პოულობს. სრულყოფილებისა და სრულყოფილი შესრულების არ სწამს. მთელი შემოქმედების მანძილზე უდიდესი პიანისტების გზას გადის და დგას ასე ურყევად მსოფლიო პიანისტების თანავარსკვლავედში.
ელისო ვირსალაძე ძველი პიანისტური "უმაღლესი" საშემსრულებლო ოსტატობის სკოლის ერთ-ერთი ბოლო წარმომადგენელია. ინტერვიუები არ უყვარს და მაინც -მრავლაწლიანი პაუზის და მცდელობის შემდეგ დროებისთვის ინტერვიუ ქალბატონმა ელისომ ლიზა ციციშვილს მისცა.