რეჟისორ ლანა ღოღობერიძის კინო ნოველა დედაზე… კინორეჟისორის მთავარი გმირი ისევ ქალია. თუ მის შემოქმედებას და ფილმებს გადავავლებთ თვალს დავინახავთ, რომ ლანა ღოღობერიძეს მთელი ცხოვრება უპირობოდ სჯერა ქალის და დგამს ფილმებს ძლიერ ქალებზე. დოკუმენტურ ფილმზე სახელწოდებით “დედა- შვილი” ან “ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი” მუშაობა სიმბოლურად წელს საკუთარ დაბადების დღეზე 13 ოქტომბერს დაასრულა. იმ დღეს 94 წლის გახდა. „ეს არის ფილმი ერთ ქალზე - დედაზე და ამავე დროს უმძიმეს ეპოქაზე, სადაც თითქოს ატმოსფეროს წყალობით იქმნება იმ დროის ხატი", - უყვება ინტერვიუში დროებას ავტორი. დედით მონუსხული კინორეჟისორის ფილმს, რამდენჯერმე დაკარგულ დედაზე კინოთეატრ ამირანში 8 აპრილს აჩვენებენ.