არჩევნებამდე ერთი წლით ადრე - ხელისუფლებამ შავი ყულაბის შევსება დაიწყო. მხოლოდ ნოემბერში ოლიგარქის პარტიის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი ჩაირიცხა. 10, 13, 15 ნოემბერი - ამ სამ დღეში, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის გარემოცვის წევრებმა, ქართულ ოცნებაში 200 ათას ლარზე მეტი შეიტანეს. ვინ არიან ბიზნესმენები ვინც ოლიგარქის პარტიას არასაარჩევნო პერიოდში სოლიდური თანხით აფინანსებს და რის სანაცვლოდ? - შაბათის ფორმულას ამ რეპორტაჟში გაიცნობთ ძმებ ჭყონიებს - რომლებსაც პარტიულ ყულაბაში, უკვე მილიონ ლარზე მეტი აქვთ გადახდილი, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ შემოსავლის, რომელსაც ბიზნესმენები, ოლიგარქის ხელისუფლების დახმარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ტენდერების და ხელშეკრულების სახით, კეთილგანწყობის სანაცვლოდ იღებენ.