ვის გააქვს ე.წ. ქეში საქართველოდან ჩემოდნებით? ოფიციალური ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს საჰაერო საზღვარი ჯამში ორი მილიარდი დოლარით დატოვეს, ქვეყნიდან გატანილია ათეულობით მილიონი ევრო. ეს წინა წლებთან შედარებით დრამატულად გაზრდილი მაჩვენებელია. ზრდა რუსეთისთვის დაკისრებული მკაცრი სანქციების პერიოდიდან იწყება.