logo
ENG

09 დეკემბერი, 2023 | 19:53
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - შაბათის ფორმულა

საეჭვო გარდაცვალების კიდევ ერთი საქმე და ოჯახი რომელიც უკვე 5 თვეა, პასუხების მოლოდინშია. ლუკა ლაცაბიძის ცხედარი - თბილისის ზღვაზე ამ ზაფხულს იპოვეს. 22 წლის ბიჭის გაუჩინარება ამ დრომდე ბურუსითაა მოცული. ის რაც საქმეში დევს არის ბიჭის პირადი ნივთები, კერძოდ მობილური ტელეფონი - რომელიც ნაპირზე იპოვეს, გამქრალია ტანსაცმელი. ამ დრომდე გამოძიებას არ ჩაუტარებია ლუკა ლაცაბიძის ტელეფონის ექსპერტიზა - პასუხი ასეთია - საქართველოში შესაბამისი ექსპერტი არ ჰყავთ. საქმეში ამ დრომდე არ დევს ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც. ლუკა ლაცაბიძის დედა ამბობს რომ მისი შვილი შესაძლოა ისეთ ინფორმაციას ფლობდა - რომელიც ახალგაზრდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. საქმეზე არასათანადოდ მიმდინარე გამოძიების გამო კი ამ დრომდე - არაფერია დადგენილი. ის რაც ოჯახმა იცის არის - რომ 14 ივლისს 22 წლის ბიჭი - კლუბ ბასიანზე მიდიოდა - თუმცა განსხვავებულია ის ტრაქტორია რომელიც ლუკამ გაიარა და საქმის მასალებს თან ერთვის. გამოკითხულია ტაქსის მძღოლიც, რომელიც ამბობს რომ ბიჭი იეთიმ გურჯის ქუჩიდან, თბილისს ზღვაზე აიყვანა. სხვა გარემოება და დეტალები - ამ საეჭვო გარდაცვალების საქმეში ჯერ დადგენილი არ არის.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა