logo
ENG

02 დეკემბერი, 2023 | 20:42
ოკუპაციის მძიმე კვალი - შაბათის ფორმულა

შაბათის ფორმულას ექსკლუზიური კადრები საოკუპაციო ხაზიდან - ჩვენს ობიექტივში მოხვდნენ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჟურნალისტების ჩასვლისთანავე გამოჩნდნენ და შაბათის ფორმულას ადგილობრივებთან კომუნიკაციას აკვირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ჯგუფმა, რუსი ოკუპანტების გადაადგილება გადაიღო, შაბათის ფორმულას ჟურნალისტები, სოფელ ბობნევში - ოკუპანტების განსაკუთრებული ყურადღების სამიზნე გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შაბათის ფორმულა სოფლებში - პოლიციის თანხლებით გადაადგილდებოდა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობისთვის, უკვე ყოველდღიურობად იქცა, ოკუპანტების მათ ეზოებში გამოჩენა, რის გამოც რუსი სამხედროების გარეშე, ნაბიჯსაც ვერ დგამენ. ვეღარ შედიან სალოცავებში და ვერ მიდიან საფლავებზე - თუ ვინმე ტაძრის ან სასაფლაოს მიმართულებით წასვლას გაბედავს, ოკუპანტები ყველას იტაცებენ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა