შეთქმულების თეორიები, როგორც ქართული ოცნების პარტიული პროგრამა - ივანიშვილმა ყველა გამოგონილი ამბავი ერთ ტექსტში მოაქცია და პოლიტსაბჭოს სახელით გამოაქვეყნა. ვრცელი და აგრესიული წერილი ტრადიციულად გაჯერებულია ანტიდასავლური გზავნილებით. ამასთან, პირდაპირ მტრებად არიან გამოცხადებული საქართველოს პარტნიორები. სანქციების ფონზე განსაკუთრებული სამიზნე გახდა ტრამპის თანამოაზრე კონგრესმენი. ჯო უილსონს უწოდეს "დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით".