ივანიშვილის პროპაგანდისტების ტყუილი სწრაფად გამოვლინდა - META-ს განმარტებები ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ინტერპრეტაციის სივრცეს აღარ უტოვებს. Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის განცხადება აქარწყლებს ნარატივებს, რომელსაც პარტია მისი დეზინფორმაციის მამხილებელი ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებს. სოციალური ქსელის მართვის პოლიტიკის ცვლილება ემსახურება მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გაძლიერებას, დარღვევების წინააღმდეგ კი Facebook მექანიზმებს ისევ იტოვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ცვლილებები ამ ეტაპზე საქართველოს არ შეეხება და მხოლოდ აშშ-ში იმოქმედებს.