პია კაუმას გაუქმებული ვიზიტის რეალური მიზანი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისს იმ საკითხით უნდა სწვეოდა, რომელიც უკვე აღარ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას. ამის შესახებ ცნობილი ხდება წერილიდან, რომელიც ფორმულამ მოიპოვა. საკითხი, რომელზე სამსჯელოდ კაუმა თბილისში ჩამოდიოდა, რუსული კანონია, რაც ქართული ოცნებისთვის ახლა შესაძლოა ხელსაყრელი იყოს ვაჭრობისთვის და ამის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად. ქვეყანაში კი ახლა სულ სხვა მდგომარეობაა - მიტაცებულია არჩევნები და ოფიციალურად შეცვლილია საგარეო კურსი.