logo
ENG

04 ივნისი, 2023 | 20:26
ომი რუსეთში - დროება

რუსეთის მოხალისეთა ლეგიონი თითქმის ერთი კვირაა ქვეყნის სამხრეთ საზღვრებთან რეიდებს აწყობს. იბომბება ბელგოროდის ოლქი, შებეკინო, რომელზეც ალბათ თავად რუსეთის მოქალაქეებმა დღემდე ბევრი არაფერი იცოდნენ. ეს დასახლება ახლა ყურადღების ცენტრშია. "ნეტავ მოსკოვში თუ იციან რა ხდება?" - კითხულობს შებეკინოს მოსახლე სოცქსელში ატვირთულ ვიდეოში. მოსკოვში კარგად აცნობიერებენ საფრთხეს და ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ. მოვლენების განვითარების ორი სცენარი განიხილება. მოხალისეები მიზანს აღწევენ, რუსეთის მოსახლეობაში პანიკას თესავენ და შედეგად ასუსტებენ პუტინის პოზიციებს ქვეყნის შიგნით. მეორე ვერსიით კი, პუტინი იყენებს თავდასხმებს უფრო ბრუტალური ნაბიჯებისთვის, თუმცა აქ მთავარი დეტალი არ უნდა გამოგვრჩეს - რუსეთს უფრო ბრუტალური ომისთვის სულ უფრო ნაკლები რესურსი რჩება. დროება მოგიყვებათ როგორ მივიდა ომი რუსულ მიწაზე.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა