ბუნდოვანი ვითარება ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში. რატომ გადაიყვანეს ათობით პატიმარი თბილისის საავადმყოფოში? არსებობს ორი ცნობა - მოწამვლა ან ვირუსი. ვირუსის შესახებ ეჭვებს აძლიერებს ის, რომ ციხის ტერიტორიაზე პერსონალი სამედიცინო ნიღბით გადაადგილდება. ვარაუდობენ, რომ გადაყვანილი მსჯავრდებულების გარდა, დაწესებულებაში სიმპტომებით რჩებიან სხვა, ნაკლებად მძიმე პაციენტები. ციხის ადმინისტრაცია დუმს.