logo
ENG

02 დეკემბერი, 2023 | 20:49
სუს-ი სკოლებში - შაბათის ფორმულა

ქართული ოცნება კიდევ ერთი არჩევნების მოსაპარად ემზადება. კარგად ნაცადი ხერხით, სუსი ისევ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს - მასწავლებელს მიადგა. შაბათის ფორმულამ კიდევ ერთხელ გაშიფრა სუს-ის სქემა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს საჯარო სკოლებში ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორებს. მთავარი კრიტერიუმი სისტემის უსიტყვო მორჩილება და პოლიტიკური სიმპათიაა. ამ ჯერად განათლების სამინისტრომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე - დირექტორების შესარჩევი ფორმალური კონკური დანიშნა. გაესაუბრნენ კანდიდატებს, თუმცა გადაწყვეტილება წინასწარ უკვე მიღებული იყო და 500-მდე სერტიფიცირებული დირექტორი, გასაუბრების შემდეგ კონკურსს მიღმა დატოვეს. უკვე ერთი კვირაა განათლების სამინისტროსთან, სისტემის მიერ დაწუნებული პედაგოგები, სკოლების სუს-ის ქვედანაყოფად გადაქცევას აპროტესტებენ. მასწავლებლები მინისტრს სთხოვენ, რომ შეფასების კრიტერიუმებში, პოლიტიკური სიმპათიების ნაცვლად, მათი კომპეტენცია დააბრუნოს და სკოლის დირექტორები ამ ნიშნით დანიშნოს. პედაგოგები სისტემასთან ბრძოლას, ორშაბათიდან უკვე პროტესტის უკიდურესი ფორმით - შიმშილობით განაგრძობენ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა