logo
ENG

26 მარტი, 2023 | 20:37
უკრაინა: მოგზაურობა ომში - დროება

უკრაინა რუსეთთან ომში იმარჯვებს - მარცხს მძიმედ, მაგრამ ნელნელა ბუნკერშიც აღიარებენ. რუსეთის საბოლოო მარცხის აღიარება და დაჯერება მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებას უჭირს და ყველა რუსულ ხავსს ეჭიდება, რომ როგორმე უძლეველი რუსეთის დამსხვრეული მითი შეაწებოს. ალბათ მხოლოდ ამით აიხსნება პრემიერად წოდებული ღარიბაშვილის განცხადება, რომ რუსეთი ნომერ პირველი ბირთვული სახელმწიფოა. სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ თბილისში წინასწარ იცოდნენ პუტინის განცხადების შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს.  ამ განცხადებაზე კიევის რეაქცია ასეთია: "პუტინი ძალიან პროგნოზირებადია. ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე განცხადების გაკეთებისას, ის აღიარებს, რომ წაგების ეშინია და რაც შეიძლება გააკეთოს, არის ტაქტიკით შეშინება" - ეს ერმაკის განცხადებაა, რაც შეეხება დასავლეთს - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არ არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება. პუტინი იმუქრება, მხოლოდ  ცოცხალი ძალის დანაკარგი კი ასეთია: უკრაინის გენშტაბის მონაცემებით  ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 170 550 ჯარისკაცი დაკარგა - განადგურებული მძიმე ტექნიკის ჩამონათვალიც გრძელია. ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით კი, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე რუსეთის შეტევა თითქმის შეჩერებულია. ამასობაში კი ქართველი ჟურნალისტები რეალპოლიტიკიდან აკა ზარქუა, ზაზა აბაშიძე და ტბელ აბუსერიძე უკრაინიდან დაბრუნდნენ - მათ საკუთარი თვალით ნახეს ის სისასტიკე, რაც რუსეთის არმიამ უკრაინის მიწაზე ჩაიდინა. ქართველი ჟურნალისტები ბახმუტში ადამიანური ისტორიებით ფრონტის ხაზიდან. მოგზაურობა ომში.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა