logo
ENG

04 ივნისი, 2023 | 20:28
ჩაძირული შანსი - დროება

მეცენატი, ფილანთროპი, ქველმოქმედი - ოლიგარქ ივანიშვილის მხარდაჭერის და სოციალური კაპიტალის ძირითადი ნაწილი 2012 წლიდან მოყოლებული ამ ნარატივზე იყო დაფუძნებული. ოცნების პროპაგანდა მუდმივად აპელირებს, თუ როგორ გაიღო მან პირადი რესურსებიდან თანხა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, თუ სხვა სფეროების გადასარჩენად, თუმცა იმავე კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრისას მათგან არავინ ახსენებს აფეთქებულ საყდრისს, ჩამოქცეულ გელათს, თუ სხვა განადგურებულ ძეგლებს. არც იმას ახსენებს ვინმე, რამდენი ფული ამოიღო უკან მან, არც იმას რა შესაძლებლობები დაუკარგა მისმა ოლიგარქიულმა მმართველობამ ქვეყანას. ერთ-ერთი და ყველაზე დიდი, სტრატეგიული და ისტორიული მასშტაბის ასეთი პროექტი - ანაკლიის პორტია. მხოლოდ ამ ერთი პორტის მაგალითზეც კარგად ჩანს თუ რამხელა დანაკარგი მოუტანა ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს ივანიშვილის მმართველობამ გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორ დახია უკან ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი და როგორ დაგვაახლოვა მტერს, რომლისგანაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაუქმების მცდელობის გარდა არაფერს უნდა ველოდოთ. დროება ჩაძირული შანსის შესახებ.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა