შაბათის ფორმულა ახალ სეზონს საქართველოს მოქალაქეებს უთმობს. რას ელოდებიან? რა უნდათ და რისი აღარ სჯერათ, არჩევნებამდე 49 დღით ადრე ოლიგარქის საქართველოში - ესაა ის კითხვები, რაც ფორმულას რეპორტიორებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში დასვეს. ოცნების აღარავის სჯერა, გამოკითხულთა ნაწილში არსებობს შიში, რომ თუ ისინი მმართველ; ძალას გააკრიტიკებენ, მათ ან დაიჭერენ ან სამსახურის გარეშე დარჩებიან. მოსახლეობისთვის მმართველი პარტიის დაპირებებიც მიუღებელია - შურისძიება და საჯარო სასამართლოები, პარტიების აკრძალვა და სუსტების ჩაქოლვა, განსხვავებული აზრის ქვეყნიდან განდევნა - ის რასაც ოცნება საკუთარ ამომრჩეველს ჰპირდება. როგორ მიიტაცა სახელმწიფო რუსულმა რეჟიმმა - მოვისმინოთ ხალხის ხმა შაბათის ფორმულაში.