logo
ENG

21 ნოემბერი, 2020 | 20:31
​​შემოსავალი არსაიდან გვქონდა, ეტყობა ამან იმოქმედა - MBC-ზე თავდამსხმელის დედის ინტერვიუ

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა, ლამარა ტერელიძე შაბათის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს მიკრო საფინანსო ემ ბი სი-ის შენობაში შეიჭრა ეკონომიკური გაჭირვებაა.

ტერელაძე აცხადებს, რომ ის მისი შვილის ქმედებას არ ამართლებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

როგორც ლამარა ტერელაძე ამბობს, ოჯახს წამლების შესაძენად საკმარისი შემოსავალი არ აქვს და სწორედ ამიტომ იყო თავდამსხმელის ერთ-ერთი მოთხოვნა წამლებზე ფასების დაწევა.

"წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს - შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება - წამლებიო ალბათ ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს.

ბოლო სამი თვე ძალიან გაგვიჭირდა. ვიხდიდით ბანკში, ჩვენ არ გვაქვს დავალიანება, მაგრამ მერე რომ არაფერი გვრჩებოდა ეს იყო ჩვენი პრობლემა. რომ ხედავდა ამას რომ არსაიდან შემოსავალი არ იყო, ეტყობა ამან ზემოქმედება მოახდინა",-ამბობს თავდამსხმელის დედა.

წერეთლის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე დააკავეს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი-ის შენობაში შეიარაღებული პირი გუშინ, 20 ნოემბერს შეიჭრა. მან 11 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელმა ჯერ 2 ადამიანი გაათავისუფლა და შემდეგ კიდევ 4. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან იმყოფებოდა სპეცრაზმიც.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხით დაიწყო.

მეტის ჩვენება
მსგავსი ვიდეოები
close დახურვა