რეჟიმსა და ხალხს შორის სოციალური უფსკრულიც ღრმავდება. სხვაობის საილუსტრაციოდ ცხადი მაგალითია ქართული ოცნების კიდევ ერთი გადაწყვეტილება. ოლიგარქმა ბიუჯეტიდან მხოლოდ 35 ლარი გაიმეტა პენსიონერებისთვის, საკუთარ დეპუტატებს კი ხელფასი ორნახევარჯერ გაუზარდა. პენსიის მიზერული ზრდა არაფერს ცვლის პენსიონერებისთვის. ეს მაშინ, როცა ფასები განუხრელად იმატებს, დაიკარგა დასავლეთის დახმარება, ქვეყანა კი კორუფციის ჭაობშია. ამ ფონზე რეჟიმი თავის მორჩილ ეგრეთ წოდებულ დეპუტატებზე ზრუნავს და მათ დამატებით პრივილეგიებით ასაჩუქრებს.