logo
ENG



"აშშ-ში წასვლის მორალური უფლება არ გვქონდა", - მოსამართლე ჩხიკვაძეს კოლეგა ექომაგება

15 ივლ 202217:06
3 წუთის საკითხავი
 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიზო უბილავა ექომაგება. მის განცხადება ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

უბილავა ამტკიცებს, რომ ლაშა ჩხიკვაძეს გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვეს.

"კოლეგებმა, ვინც მივემგზავრებოდით, ჩავთვალეთ, რომ ჩხიკვაძეს ფაქტობრივად ანგარიში მოსთხოვეს კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, უარი ვთქვით გამგზავრებაზე. მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტით", - აღნიშნა გიზო უბილავამ.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

მოგვიანებით, მოსამართლემ ფორმულასთან ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს მოსთხოვა აღნიშნულ თემაზე ახსნა-განმარტება გაეკეთებინა და კითხვაზე, რა ინტერესი აქვთ დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართულ სასამართლოზე მწვავე ბრალდებებით ილაპარაკონ, უპასუხა რომ "სასამართლოს ლანძღვა-გინება ტრენდული გახდა".

ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ ჩაერია მოსამართლის დამოუკიდებლობაში, არ შეესაბამება სიმართლეს.


close დახურვა