logo
ENG



"რუსი ოლიგარქების გაყინულ აქტივებს უკრაინისთვის გამოვიყენებთ" - ბაიდენის ინიციატივა კონგრესს

28 აპრ 202219:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/28/t56x9jqtigiv537.jpg

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა ინიციატივით, რომლის თანახმადაც რუსი ოლიგარქების აქტივები გაიყინება და უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენებენ.

ადმინისტრაციამ ინიციატივა ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტთან და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

ინიციატივის მიხედვით, შესაბამის უწყებებს რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაციის უფლებამოსილება მიენიჭებათ, რომლებიც რუსულ კლეპტოკრატიასთან არიან კავშირში და სახელმწიფოს მიეცემა უფლება, მოპოვებული აქტივები უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოიყენოს.

როგორც ბაიდენმა ბრიფინგზე აღნიშნა, კონგრესში გაგზავნილი ინიციატივა, მიმართულია რუსი ოლიგარქების შეკავებაზე.

"ჩვენ ვინადირებთ, მათ იახტებზე, მათ ფუფუნების საგნებზე და ამ გაყინულ აქტივებს, უკრაინის მხარდაჭერისთვის გამოვიყენებთ", - თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართა, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტმა კონგრსისგან უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა ითხოვა

 


close დახურვა