logo
ENG



ალბათობაა, რომ არ იყოს სრულად გამოჯანმრთელება - პაციენტს ვირუსი მეორედ დაუდასტურდა

20 მაი 202012:06
3 წუთის საკითხავი
 

პაციენტი, რომელსაც covid-19 მეორედ დაუდგინდა, საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს 2 ან 3 დღეში გაუკეთებენ. 

იმერეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ პაციენტი თავის დროზე პროტოკოლით გათვალუსწინებული წესით იყო გაწერილი საჩხერის საავადმყოფოდან და კარანტინში იმყოფებოდა. სწორედ კარანტინში კაცს ისევ ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. მედიკოსების თქმით, მასში მიძინებულმა covid-19-მა იჩინა თავი.

"ეს არის შემთხვევა, როცა მკურნალობის გარკვეული ეტაპის შემდგომ მას აღარ აღენიშნება კლინიკური ნიშნები და შესაძლებელია ნაცხშიც აღარ იყოს ინდენტიფიცირებადი კორონავირუსი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ალბათობა, რომ არ იყოს სრულად გამოჯანმრთელება და ვირუსი სხვა ორგანზოებზეც იყოს, ამიტომ ხდება პაციენტების გადაყვანა თვითიზოლაციაში ან საკანრტინე სივრცეში",-აცხადებს გოჩა გიორგიძე.


close დახურვა