logo
ENG



არაპრიორიტეტული თავდაცვა - დროება

10 დეკ 202320:46
3 წუთის საკითხავი
 

რა უნდა იყოს იმ ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის პრიორიტეტი, რომლის 20% ოკუპირებულია და ვისი მთავარი მტერიც რუსეთია? თითქოს პასუხი მარტივია, - თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, სახელმწიფოს მომზადება საფრთხეების გასამკლავებლად, თავდაცვის ძალების გაძლიერება. მაგრამ შეიძლება არც გაგიკვირდეთ, თუკი გეტყვით, რომ საქართველოს მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი სულაც არ არის ასეთი. დროებამ დეტალურად გააანალიზა ბიუჯეტით მოთხოვნილი და გაწერილი ხარჯები და ყოველგვარი ინსინუაციების გარეშე გთავაზობთ ფაქტებს რაზეც დოკუმენტი მეტყველებს. საინტერესოა, რომ ქართულმა ოცნებამ დროების თხოვნას ინტერვიუზე დადებითად უპასუხა და ჩვენი ჟურნალისტის რატი მუჯირისთვის სპიკერიც კი გამოყო. ამას ნორმალურ ვითარებაში არ აღვნიშნავდით, თუმცა ჩვენი მაყურებლისთვის ცნობილია, როგორ არიდებენ თავს ფორმულას მმართველი ძალის წარმომადგენლები. რატი მუჯირი სიუჟეტით თემაზე - რამდენად შეესაბამება ახალი ბიუჯეტი არსებულ გამოწვევებს.


close დახურვა