გლობალური ომის პარტიას რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ამ ტყუილით მოქალაქეების დაშინება ხელისუფლებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. თვლაც აღარ აქვს რამდენ საჯარო გამოსვლაში გაიმეორა ღარიბაშვილმა, რომ მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშეა და ხელისუფლების მთავარი ამოცანა ხალხის გადარჩენაა. და რას აკეთებს ხელისუფლება ამ საფრთხის შედეგების პრევენციისა და ხალხის გადარჩენისთვის? - საერთოდ არაფერს. პუტინი წითელ ღილაკს თითს არ, ან ვერ დააჭერს, მაგრამ სამაგიეროდ კახოვკის ჰესის ეკოციდზე უარესი შესაძლოა მოაწყოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოყვანით, ან თუნდაც აფეთქებით. ამ ეჭვებს და ვარაუდებს ძალიან ცუდად ემთხვევა ის ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას ტოვებენ. და თუ ევროპის შუაგულში პუტინის ატომურ ტერაქტს მაინც მოაწყობს - ჩვენ რას ვშვრებით? - დროების სიუჟეტი.
ბირთვული დემაგოგია - დროება
02 ივლ 202320:04
3 წუთის საკითხავი