logo
ENG



ბოლნისის სასწრაფოს ექიმი: ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმი სხვაგანაც მუშაობს, იქ გახდა ცუდად

29 აპრ 202017:11
3 წუთის საკითხავი
 

ბოლნისში ხუთ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მედიკოსები მკურნალობას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადიან. ისინი ბოლნისში, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადის თანამშრომლები არაინ. 

„ფორმულა“ ბოლნისში ინფიცირებული ექიმების თანამშრომელს ესაუბრა. ირმა მიქელაძე ორი კვირა კარანტინშია. მისი თქმით, გაუგებარია თუ რატომ არ ატოვებინებენ საკარანტინო სივრცეს, რადგან მას იქ ყოფნის ვადა უკვე გაუვიდა.

მიქელაძის თქმით, შესაძლოა, ერთ-ერთი ინფიცირებული ექიმი ბოლნისის კლასტერიდან არ იყოს. 

„ერთ-ერთი კატასტროფის ექიმი სხვაგანაც მუშაობს. იქ გახდა ცუდად, იქიდან იყო რესპუბლიკურში გადაყვანილი. გაუკეთდა ლუგარი და გაუკეთდა ყველაფერი და არ აღმოაჩნდა. აქ შემოიყვანეს შემდეგ და აქ დაუდგინდა მეორე გაკეთება ლუგარით. ხომ შეიძლება ამ ადამიანმა ხსვაგან აიკიდა რესპუბლიკურში რომ იყო გადაყვანა გადმოყვანის დროს.

შეიძლება სულ არ არის ბოლნისის კლასტერიდან, რა შუაში ვართ ჩვენ. ჩვენი თანამშრომლები იყვნენ. ჩენი თანამშრომელია სამი, ის ორი ინფიცირებული კატასტროფის. სამი არის საუნივერსიტეტოში და ის ორი მგონი ერთი ბოჭორიშვილშია და ერთი ინფექციურში“, - განაცხადა მიქელაძემ.

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 პაციენტი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხოლო 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა