ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის.
ამის შესახებ მან ბრიუსელში, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მიმდინარე წელი იქნება ძალიან სერიოზული ტესტი ქართული დემოკრატიისთვის. მე ევროკავშირის ელექტორალურ პროცესსაც გავუსვამ ხაზს და ჩვენ ვაკვირდებით საარჩევნო რეფორმას, რომელიც მიმდინარეობს და უნდა დაასრულოთ. უნდა მოგიწოდოთ, რომ დაასრულოთ ეს პროცესი ვენეციის კომისიისა და ოდირის რეკომენდაციების თვალსაზრისით, რომ ჩატარდეს სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.
ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რეგიონიდან, ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისია გაგავაჩნია. ეს გახლავთ ყველაზე ხანგრძლივი მისია რეგიონში ჩვენი მხრიდან. ისინი მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებენ ყოველდღიურად თქვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ მასიურად გავაძლიერეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოში, ევროპის სამშვიდობო, ფინანსური ხაზის თვალსაზრისით", - აღნიშნა მან.