logo
ENG



ბოჭორიშვილის კლინიკაში 67 ინფიცირებულიდან 1 რეანიმაციაშია, 11-ის მდგომარეობა საყურადღებოა

04 მაი 202010:23
3 წუთის საკითხავი
 

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 67 ინფიცირებულიდან 1 რეანიმაციაშია, 11-ის კი, მდგომარეობა საყურადღებოა.

ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

„ბოჭორიშვილის კლინიკაში 67 პაციენტს აქვს დადასტურებული კოვიდ-19. აქედან 12 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი, ერთი მკურნალობს რეანიმაციაში, 11-ის მდგომარეობა არის საყურადღებო. გამოჯანმრთელება გუშინ გვქონდა 1 პაციენტის. ასაკობრივად მაღალი ჯგუფის რისკ პაციენტებში გვყავს 3 პაციენტი. პარასკევის შემდეგ ჩვენთან დამატებულია 7 ახალი პაციენტი, ყველა მათგანი გადმოყვანილია და ისინი არიან ცნობილი კლასტერებიდან“, - განაცხადა სოლოღაშვილმა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა