logo
ENG



ბრიტანეთი: რუსეთი კიევს თავს დაესხა, რათა დასავლური იარაღის მიწოდებისთვის ხელი შეეშალა

06 ივნ 202211:47
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/06/l3q0nuitaptbrqm.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, გუშინ, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა, სავარაუდოდ, დასავლური სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების შეფერხების მცდელობა იყო.

"5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა და დაარტყა სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, სავარაუდოა, რომ ცდილობდა დასავლეთის სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებას უკრაინის ფრონტის ქვედანაყოფებისთვის", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. 

რაც შეეხება დონბასში მიმდინარე ბრძოლებს, ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები და სლოვიანსკში რუსული ჯარების წინსვლა, უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის მცდელობის ნაწილია.

დაზვერვის ცნობით, ზღვაზე არსებული ვითარების მიხედვით, აპრილში კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, განალაგეს რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემა ზმეინის კუნძულზე, დასავლეთ შავ ზღვაში.  

"სავარაუდოდ, ეს იარაღი განკუთვნილია ზმეინის კუნძულის ტერიტორიაზე მოქმედი რუსული ხომალდების საჰაერო თავდაცვისთვის", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.

5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დარნიცკის და დნეპრის უბნებში. 

რაკეტები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა. ზოგ ადგილას გაჩნდა ხანძარი. 


close დახურვა