logo
ENG



გაბუნია: 150 კლინიკაში ხვალ-ზეგ ქოლ ცენტრები მოეწყობა

04 ივლ 202112:22
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: 150 კლინიკაში ხვალ-ზეგ ქოლ ცენტრები მოეწყობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ რეგისტრაციის პორტალი არ იქნება ვაქცინაციის ერთადერთი საშუალება. 

მისი თქმით, "ხვალ-ზეგ"  150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, გახსნის ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, დარეკონ და რიგი იქვე დაჯავშნოს რიგი.

"ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ რიგები და გავზარდოთ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა". - აცხადებს გაბუნია.  

ვაქცინაციის პორტალი Booking.moh.gov.ge, რომელიც გუშინ მთელი დღის განმავლობაში გათიშული იყო, ჩაირთო. თუმცა, ხარვეზები ბოლომდე გამოსწორებული არ არის. 

საიტის სრულად აღდგენის შემდეგ მოქალაქეებს დარეგისტრირება სინოფარმისსინოვაკის და ასტრაზენეკას ვაქცინებზე შეეძლებათ.

საიტის გათიშვის მიზეზად ჯანდაცვის სამინისტრომ კიბერშეტევა დაასახელა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ საიტის ხარვეზები ბოლომდე გამოსწორებული არ არის, თუმცა, მუშაობა გრძელდება. 

"ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ აცრაზე რეგისტრაცია შეწყდა. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. რაღაც ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა, ბოლომდე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა და მუშაობა გრძელდება. როგორც კი დასრულდება აღდგენის სამუშაოები, მოსახლეობა ინფორმაციას მიიღებს. გუშინ ტექნიკოსებმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად რამდენიმე საათი მოითხოვეს. როგორც ჩანს, დაზიანება იმდენად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდან შეფასდა. ამიტომ, ჯერჯერობით პროცესი მიმდინარეობს". - ამბობს გაბუნია. 

ვაქცინაციის პორტალის გათიშვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - სსკ-ის 285-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა).

2 ივლისს საქართველოში სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინების 1 მილიონი დოზა შემოვიდა. სინოფარმზე რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.


close დახურვა